წიგნი – ჩემი სულის გამოძახილი

იშვიათად თუ შევხვდებით წიგნს’ რომელსაც ბავშვებიცა და დიდებიც ერთნაირი ინტერესით კითხულობენ. ყვედა წიგნს თავისი მკითხველი ჰყავს და განსაკუთრებულ ასაკს რომ გადაცილდები’ იქნებ ისე აღარ დაგინტერესოს იმან’ რასაც რამდენიმე წლის წინათ გულის ფანცქალით და მთრთოლვარე მოლოდინით კითხულობდი. ხშირად მომხდარა – სასოებით აგვიღია ხელში წიგნი’ რომელსაც ბავშვობაში ჩვენთვის ‘ ვინ იცის ‘ რამდენი ტკბილი წუთი მოუნიჭებია და ახლა კი ‘ ხანში შესულს ‘ გაგვჭირვებია წაკითხვა; რამდენჯერ მოგვისმენია სინანულით ნათქვამი სიტყვები – რა კარგი მახსოვდა ეს წიგნი და ახლა კი თავი ვეღარ წამაკითხაო.

ასეა’ წიგნსაც თავისი საიდუმლო აქვს. მაგრამ ამით’ რა თქმა უნდა ‘ მისი ღირსება არ განისაზღვრება. ზოგი წიგნი საგანგებოდ ბავშვებისათვის არის დაწერილი და რა უკვდავიც არ უნდა იყოს’ ბავშვის კარადას აღარ შორდება. მრავალ ბედნიერ და ტკბილ წუთს მიანიჭებს ერთ თაობას’ გააფართოებს მისი ცოდნისა და ინტერესის სფეროს ‘ თავისი ცხოვრებით აცხოვრებს ‘ ხან ატირებს ატირებს’ ხან აცინებს’ ბევრ კარგ თვისებას შესძენს’ გაასპეტაკებს ‘ გააკეთილშობილებს’ მიაცილებს დიდი ცხოვრების კარიბჭესთან და თვითონ ისევ ბავშვის კარადაში რჩება ‘ რათა ის დიდი საიდუმლოებანი და ცხოვრების საკვირველებანი სხვა თაობას გააცნოს ‘ ახლა მომდევნო თაობის ბავშვები აცინოს და ატიროს’ მათი გული გაასპეტაკოს.

გაეროს ბავშვთა ფონდი სახალხო დამცველს ბავშვთა უფლებების დარღვევებზე რეაგირებაში ეხმარება

 

Human Rights Logo

გაეროს ბავშვთა ფონდი სახალხო დამცველს ბავშვთა უფლებების დარღვევებზე რეაგირებაში ეხმარება

06.11.2012

ადამიანის უფლებათა ცენტრს ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელმა, ნინო დაუთაშვილმა მიმართა შეკითხვით, რომელიც ეხებოდა საქართველოში გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მოქმედების საკითხს. ვინაიდან ამ საკითხით შესაძლებელია, სხვა მშობლებიც დაინტერესდნენ, humanrights.ge-მ მშობლის შეკითხვისა და გაეროს ბავშვთა ფონდიდან მიღებული პასუხის გამოქვეყნება გადაწყვიტა.

 

შეკითხვა: „გვაინტერესებს, საქართველოში გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევაზე გაეროს ბავშვთა ფონდი (Unicef) კონკრეტულად რა რეაგირებას ახდენს და თუ განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, ანუ თუკი არსებობს ბავშვის უფლების დარღვევის კონკრეტული მაგალითი, Unicef-ის საქართველოს მისია თუ ერთვება ამ დარღვევის აღმოფხვრაში? ამავე დროს, დამატებით მაინტერესებს, კონვენციის დარღვევა თუ ისჯება საქართველოს კანონმდებლობით (სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული კანონმდებლობით), ანუ ქვეყანაში არის თუ არა ნათელი რეგულაციები, რათა დაცული იყოს კონვენცია და შესაბამისად, რაღა თქმა უნდა – ბავშვთა უფლებები?“

 

შეკითხვას პასუხობს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე: „ჩვენ ზოგადად ვახდენთ მონიტორინგს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებაზე, რამდენადაც კონვენცია აწესებს სტანდარტებსა და წესებს, რომლებიც შემდგომ ადგილობრივ კანონმდებლობაში უნდა აისახოს. იუნისეფი თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან ეროვნული კანონმდებლობის კონვენციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის ოფისთან და ვეხმარებით მას ბავშვის უფლებათა მონიტორინგის გაძლიერებაში. სახალხო დამცველის ოფისს, ასევე, ვეხმარებით, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს დროული რეაგირება მოახდინოს ბავშვთა უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე. ასევე ვთანამშრომლობთ მედიაორგანიზაციებთან, თუ მსგავსი დარღვევა მედიის მხრიდან ხდება.

 

გაეროს ბავშვთა ფონდი არ ახდენს რეაგირებას ბავშვთა უფლებების კონკრეტული დარღვევის ფაქტებზე. ეს არ არის ჩვენი მანდატი. კონკრეტულ ფაქტებზე მოქალაქემ უნდა მიმართოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრს ან სასამართლოს, რათა აღიდგინოს დარღვეული უფლება.

 

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა და შესაბამისად, ნებისმიერ პირს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს კონვენციით გარანტირებული ნებისმიერი უფლების დასაცავად. საქართველოში არც სისხლის სამართლის და არც ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ შეიცავს ნორმას, რომელიც დაადგენდა პასუხისმგებლობას ზოგადად ბავშვთა უფლებების კონვენციის დარღვევისთვის. მიუხედავად ამისა, საქართველოს კანონმდებლობით (როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარრვევათა კოდექსით) დასჯადია ცალკეული ქმედებები, რომელიც არღვევს კონვენციით გარანტირებულ ბავშვთა უფლებებს. ასე მაგალითად, კონვენციის მე–19 მუხლის თანახმად, ნებისმიერი ბავშვი დაცული უნდა იყოს ძალადობისგან, ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, მიიღონ შესაბამისი საკნონმდებლო ზომები და დააწესონ პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ ჩადენილი ცალკეული ძალადობრივი ქმედებებისთვის. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის წესით არის დასჯადი ცალკეული ძალადობრივი ქმედებები ბავშვის მიმართ (არასრულწლოვანის მკვლელობა, ცემა, წამება, იძულება, მუქარა, ა.შ.), ასევე არასრულწლოვნით ვაჭრობა, არასრულწლოვანთა ჩაბმა პორნოგრაფიაში და ა.შ.

 

რაც შეეხება მთლიანობაში საქართველოს კანონმდებლობას ბავშვებთან მიმართებით, არის სფეროები, სადაც კარგი რეგულაციებია, არის სფეროები, სადაც ხარვეზებია… მთლიანობაში კანონმდებლობა ცუდი არ არის, მაგრამ პრობლემები, ძირითადად, მის იმპლემენტაციაშია. ზოგადად, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან მუდმივი პროცესია და ის, თუ რამდენად შეესაბამება ჩვენი კანონმდებლობა კონვენციას საკმაოდ ვრცელი თემაა“.

 

წყარო: Humanrights.ge

Read More

გენდერის მედიაცენტის მუშაობის პრინციპები და ქალთა უფლერბრივი მდგომარეობა.

29 მარტი 2015 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერიტეტისა და ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ თანამშრომლობის ეგიდით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საჯარო ლექცია ჩატარდა გენდერის მედიაცენტის მუშაობის პრიინციპებისა და ქალთა უფლერბრივი მდგომარეობის შესახებ. გენდერის მედიაცენტრის ხელმძვანელმა თამილა დოლიძე მახოს, ერგეს, თხილნარისა და ახალსოფლის საჯარო სკოლების მოსწავლებს  სამოქალაქო განათლებაზე, გენდერული თანასწორობის საკითხებსა და კვოტირების მექანიზმის ამოქმედებაზე ესაუბრა. ღონისძიება  პროექტ “ლიდერთა თაობის” ფარგლებში “სასკოლო კლუბ მოსწავლები შშმ პირებისათვის” და ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ ორგანიზებით გაიმართა.

წყარო: http://www.bsu.edu.ge/

სიახლე განათლებაში

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში გახდა

ge_pic_3879_1_b

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გაიმართა. აკადემიური ხარისხის მქონე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის უმრავლესობამ ხუთ კანდიდატს შორის მხარი ასოცირებულ პროფესორ მერაბ ხალვაშს დაუჭირა. არჩევნებში 312 ამომრჩევლიდან მონაწილეობა 299-მა მიიღო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საარჩევნო კომისიის კენჭისყრის ოქმის საფუძველზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ასოცირებული პროფესორი მერაბ ხალვაში – 107 ხმა, ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბარამიძე – 80 ხმა, რამაზ ხალვაში – 60 ხმა, ვლადიმერ ბალაძე – 36 ხმა, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე – 9 ხმა, ხოლო 7 ხმა ბათილად ჩაითვალა.

წყარო: http://www.bsu.edu.ge/

განათლება დემოკრატიისთვის

იიიი

2.1 დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „შესახებ“ სწავლება მოსწავლეებს აქვთ ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს დემოკრატია და ადამიანის რა უფლებებით სარგებლობენ ისინი, რა დოკუმენტებშია ჩამოყალიბებული ეს უფლებები და როგორ შეიძლება მათი დაცვა და გატარება. ისინი, როგორც ახალგაზრდა მოქალაქეები, უნდა ფლობდნენ ცოდნას იმის თაობაზე, თუ როგორ მოქმედებს მათი ქვეყნის კონსტიტუცია, როგორც პოლიტიკური სისტემა.

2.2 დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „მიზნით“ სწავლება ახალგაზრდა მოქალაქეებმა საჭიროა ისწავლონ, თუ როგორ მიიღონ მონაწილეობა იმ საზოგადოების შიგნით მიმდინარე პროცესებში, რომელსაც ისინი ეკუთვნიან და როგორ ისარგებლონ მათთვის მინიჭებული.

წყარო: სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ
ძირითადი საცნობარო მასალა მასწავლებლებისათვის
წიგნი I

Read More

შერჩევითი სამართლი უსამართობაა, რომელიც საზოგადოებას ანგრევს

  ჩვენ ერს ორი ათასი წელის უცხოვრია, ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუგდია იმ საძირკველში, რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ამოსაგდებად ” ადამიანს უნდა გააჩნდეს ერთი უპირველესი რამ : სინდისი და არ უნდა შეეძლოს მისი ბედნიერების აგება სხვის უბედურებაზე. ” ადამიანის განსასჯელად, ყოველ შემთხვევაში , მისი აზრების , საიდუმლოების , მისი უბედურებების , მისი გრძნობების გაგებაა საჭრო”. ყველა გაგავაჩნა ღმერთმა და თითოეულს გვიბოძა “ტალანტი”- ჭკუა და ნიჭი. ჩენ, ღმერთის ერთგულინ უნდა ვიყოთ დატიტული რომელიც გვიბოძა,ღრსეულად ვატაროთ.ადმიანი – არსება რომელსაც მოფრთხილება სჭირდება მაგრამ თვითონ არავის უფრთხილდება. არსებობენ ისეთი ადმაიანებიც რომლებიც არ ფიქრობენ სხვაზე, მათ ოღნდ თავისი გაიტანონ და სხვა მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ. თავის გასამართლებლად კი მოიშველიებენ ციტატას: ” ჯერ თავო და მერე სხვაო”. ზოგს ეს სასაცილოდ მიაჩნია, მაგრამ სულაც არ არის სასაცილო . როცა ადამიანს ჰგონია , სრულყოფას მივაღწიეო, სინამდვილეში აღმოჩნდება , რომ მხოლოდ ნივთები გადაუადგილებია. ამიტომაც ყველამ ისე უნდა ალაგოს ეს ნივთები , როგორც თვითონ ჰგონია რომ სწორია , ოღნდ ისე, რომ სხვა ადმაიანს ზიანი არ მიაყენოს. ადამიანს მხოლოდ მაშინ აგონდება თვისი კეთილშობილების საცოდავი მარაგი, როცა უკვე ძალიან დაგვიანებულია. ამდროს იგი ძალზე გულაჩუყებულია იმით, რომ თურმე შეეძლო დიდად კეთილშობილი ყოფილიყო და თავის თავს ამქვეყნიურ სიკეთეთა განსახიერებად სახავს.ჩვენ უნდა შევევედროთ ღმერთს რომ მოგვცეს მოთმინება რათა ავიტანოთ ის რისი შეცვლაც არ შეგვიძლია. იმედია დადგება დრო მიხვდებიან ადამიანები რომ ყველაზე დიდი ფუფუნება , ადამიანთა შორის ურთიერთობაა.                                               წყარო: საკუთარი ჩანაწერებიდან

მონობა თუ თანასწორობა!?

images-q=tbn-ANd9GcTDtbxFSHvj8WzABM9PMu-cp8T17aXdIuPclwuZ03SfO2PJR_Tqbg

მონობა ადამიანის ყველაზე მძიმე ხვედრია. ღმერთმა ადამიანები თანასწორუფლებიანი გააჩინა და საშინელია, შემზარავია ის ფაქტი რომ ის  შეიძება ვიღაცის მონა იყოს. ემორჩილებოდეს ვიღაცის ნება-სურვლის, უსამართლობაა როცა ერთი შიმშლით კვდება , სიცივისგან იყინება მეორე კი თბილ სავარძელშია მოკალათებული და თბილ საჭმელს მიირთმევს. ეს ხომ დიდი ცოდვაა. თუკი შეგვიძლია რომ გაჭირვებაში დავეხმაროთ რატომ უნდა ვკრათ მას ხელი. ადამიანში სული უნდა წავიკითხოთ, უნდა დავინახოთ შინაგანი სილამაზე და დავაფასოთ იგი ადამიანობის მიხედვით. 

წყარო: საკუთარი ჩანაწერებიდან

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ტოლერანტობა ?

5055_tolerance (1)

თანამედროვე მსოფლიოში  პრაქტიკულად ყველა ადამიანს სხვადასხვა ერების, კულტურების, კონფესიების ან სოციალური ფენების  წარმომადგენლებთან უწევს გამკლავება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ზოგადად ახალგაზრდობისათვის და განსაკუთრებით სტუდენტებისათვის .  თუ  ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ნორმალური გახდა უცხოური სტუდენტების გარკვეული რიცხვი სახელმწიფოს  უმაღლეს სასწავლებელში, დღეს არავის არ გაუკვირებს უცხოელების საკმაოდ დიდი რიცხვი.

 

თითოეული ადამიანი  თავისთავად არის გარკვეული კულტურის, ტრადიციებისა და ცხოვრებაზე  შეხედულებების   მატარებელი. მისთვის ბუნებრივია  ამ ყველაფრის შენარჩუნების სურვილი. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდობას შორის  ყალიბდება  გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გაერთიანებულია საერთო ნაციონალური, კულტურული, სოციალური მახასიათებლებით. ბუნებრივია , რომ ამ ჯგუფებს შორის მუდმივი ურთიერთქმედება ხდება .  ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება სხვადასხვა ჯგუფებში შედიოდეს . ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პატივისცემა როგორც თავისი ერის კულტურული ღირებულებების , ასევე განსხვავებული კულტურისა და რელიგიის . ასევე მნიშვნელოვანია  საერთო წერტილების ნახვა. პირველ რიგში, მიუხედავად ყველა იმ განსხვავებისა, როგორებიცაა კანის ფერი , ენა, ცხოვრების ადგილი და ა.შ., ადამიანებს  საერთო წინაპარი ჰყავთ და საერთო მომავალი აქვთ.

ტოლერანტობა იმ უნარებს ეკუთვნის, რომლებიც საჭიროა  მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის. მშვიდობის პირობებში, ადამიანებს აქვთ შანსი აყვავდნენ  სოციალურად, ეკონომიკურად  და ემოციურად. ტოლერანტობა ქმნის საზოგადოებას, რომელშიც  ადამიანებს შეუძლიათ  იგრძნონ თავი დაფასებულად  და  პატივცემულად  და რომელშიც ყველა ადამიანისათვის  არის ადგილი.ტოლერანტობა მნიშვნელოვანია, იმიტომ   რომ  არის   ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების ასპექტი . ის ერთადერთი გზაა,  რომლითაც პოლიტიკურად, რელიგიურად, ეკონომიკურად მრავალფეროვან  ქვეყანას შეუძლია ფუნქციონირება და  თითოეული სხვაობის ისე  გამოყენება, რომ თავისი ხალხი განვითარდეს და არ დაიტანჯოს.

გლობალიზაციის პირობებში, როდესაც  სხვადასხვა ენის, შეხედულებების, კულტურის, რელიგიის მქონე ადამიანები   ცხოვრობენ  ერთად  და  მსოფლიო გახდა მულტიკულტურული და მრავალფეროვანი, ტოლერანტობისა და ჰარმონიის დამყარება  ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, და ერთმანეთის პატივისცემა   სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. ტოლერანტობისა და ჰარმონიის გარეშე საზოგადოების ხანგრძლივი მშვიდობა ვერ   შენარჩუნდება, და ლოიალობა ერთმანეთის მიმართ არ  დამყარდება. ტოლერანტობის ნაკლებობა იწვევს ბრძოლას, ძალადობას  და ბოლოს, ის ანგრევს მშვიდობასა და უსაფრთხოებას საზოგადოებაში.

ტოლერანტობის პრობლემა არის ბევრი მეცნიერების ყურადღების საგანი და თითოეულ  მათგანში ეს ტერმინი თავისი სპეციფიკური შინაარსით   ივსება. ასე, ეთიკის თვალსაზრისით ტოლერანტობა წარმოადგენს ცივილიზებული კომპრომისის ნორმას კონკურენტულ კულტურებს შორის  და  სხვა შეხედულებების  მიღების მზადყოფნას. პოლიტიკურ მეცნიერებაში ტოლერანტობა არის ხელისუფლების მზადყოფნა დაუშვას  განსხვავებული აზრი საზოგადოებაში. ფილოსოფიური პოზიციებიდან ტოლერანტობა გამოდის როგორც მსოფლმხედველობის კატეგორია, რომელიც სხვის მიმართ აქტიური დამოკიდებულების უნივერსალურ წესს ასახავს. ახალ ფილოსოფიურ ენციკლოპედიაში  ასეთი განმარტებაა მოცემული : ,, ტოლერანტობა არის თვისება, რომელიც ახასიათებს სხვა ადამიანის, როგორც თანაბრად ღირსეულ პიროვნების მიმართ დამოკიდებულებას  და რომელიც  სხვის მიმართ უსიამოვნების გრძნობის გაცნობიერებულ  ჩახშობაში გამოიხატება’’.

 

ტოლერანტობა შეიძლება გამოვლინდეს  სხვადასხვაგვარად  , სხვადასხვა შემთხვევებსა  და სხვადასხვა დროს . ადამიანი შესაძლოა მთლიანად არ დაეთამხმოს  სხვებს რაიმე საკითხში, დაწყებული რელიგიიდან დამთავრებული პოლიტიკით , მაგრამ ამავე დროს პატივი სცეს იმათ, ვისაც განსხვავებული იდეები  და შეხედულებები აქვთ .

ახლა, როდესაც ხალხი არის შერეული, როდესაც არც ერთი ხალხი არ შეიძლება ხელოვნურად მეზობლისაგან იზოლირებული იყოს , ერთადერთი საფუძველი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა რასების, კლასებისა და ინტერესების გაერთიანება და   მისცეს ადამიანებს ნება მონაწილება მიიღონ  მსოფლიოს გარდაქმნაში შეიძლება იყოს ტოლერანტობა, რომელიც მომავალში კატეგორიული იმპერატივი  უნდა გახდეს. შემწყნარებლობა საჭიროა ცხოვრების ყველა სფეროში , ყველა დონეზე და ყველა ეტაპზე, რადგან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებაში მშვიდობისა და სიყვარულის დამყარებაში. ტოლერანტობა საჭიროა  ოჯახში, კუჩაში, ოფისში, ფაბრიკაში, მაგრამ პირველ რიგში, რასებსა და ნაციებს, ეთნოსებსა და ხალხებს შორის ურთიერთობებში.

კაცობრიობის ერთიანი ველის ჩამოყალიბების პირობებში ლოკალური კულტურების იზოლირებული არსებობა, როგორიც არ უნდა იყოს ეთნოსის სურვილი , შეუძლებელია. მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთქმედებას თვითმყოფადობის შენარჩუნობის პირობით, ჯერჯერობით არ არსებობს. მაგრამ იქმნება  ჰუმანისტური ფსიქოლოგიის პრინციპები, რომლებიც მოწოდებულები არიან  უზრუნველყონ  ტოლერანტული ურთიერთობები თვითკმარ  ლოკალურ კულტურებს შორის . ამ პრინციპების რეალიზაციის საშუალებებია:  მეცნიერებასა და რელიგიას შორის წინააღმდეგობების  მოხსნა, რადგან რელიგია  მოწოდებულია შეზღუდოს მეცნიერებისა და პოლიტიკის ქედმაღლობა; პოლიტიკაში ეტიკის შეყვანა; ადამიანში ბუნებრივ და კულტურულ საფუძველთან ერთად სულიერი არსის, როგორც დამოუკიდებელი სუბსტანციის  აღიარება.

ტოლერანტობა გულისხმობს შემდეგს : მე პატივს ვცემ თქვენი ღირებულებებისა  და პრინციპების სისტემას, ვუშვებ მის დამოუკიდებელ არსებობას, რადგან ვაცნობიერებ სხვისი, ჩემისგან განსხვავებულის არსებობის საჭიროებას, როგორც ჩემის განვითარების პირობას. მაგრამ ამასთან მე მესმის ისიც, რომ ეს სხვა არ შეიძლება იყოს  მირებული ჩემ მიერ  სასიცოცხლო ორიენტირად.

ნებისმიერი პოლიტიკური  საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობა მიიღწევა შემწყნარებლობით სხვა ადამიანის ,ნაციის ან კულტურის მიმართ, რომლებიც განსხვავდებიან თავისი ღირებულებებითა და ცხოვრების სტილით. ეს არის თანამედროვე მსოფლიოში ჰარმონიისა და მშვიდობის ერთ-ერთი  წინაპირობა. შემწყნარებლობის  პროგრესი მსოფლიო თანამეგობრობაში პოლიტიკური, იურიდიული, ფსიქოლოგიური და ეკოლოგიური კულტურის სიმწიფის  ინდიკატორი, ნაციის ზნეობრივი  სიმაღლის , მისი  საზოგადოებრივი ცნობიერების მაჩვენებელია.სწორედ თითოეული ადამიანის საზოგადოებაში კულტურული განვითარების დონემდეა დამოკიდებული  მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობა, მისი ტოლერანტობის ხარისხი. კომპრომისისა და დიალოგისათვის მზადყოფნა  საშუალებას აძლევს არა მარტო სამყაროს განსხვავებების, არამედ ერთობის ნახვა მის მრავალფეროვნებაში .

მხოლოდ ტოლერანტული საზოგადოების პირობებში შეიძლება იყოს განხორციელებული ადამიანისა და საზოგადოების რეალური შესაძლებლობების სრული გამჟღავნება.
ტოლერანტობა  თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ ღირებულებად რჩება. მაგრამ ეს წინააღმდეგობა არ ამცირებს მის მნიშვნელობას, არამედ იმ სამყაროს სირთულეს ასახავს, რომელშიც განწირულია იცხოვროს თანამედროვე ადამიანი .

ტოლერანტობა ეს არ არის უბრალოდ შემწყნარებლობა როგორც ასეთი, ეს არის უნარი იცხოვრო თანამედროვე საზოგადოებაში , რომელიც ხასიათდება  ეთნიკური, კულტურული მრავალფეროვნებით, ეს არის ადამიანების უნარი გაიგონ და აღიარონ ერთმანეთის უფლებები. ტოლერანტობა ნიშნავს სურვილს  მიიღო ან მოითმინო განსაკუთრებით ის ქცევა  ან აზრები, რომლებსაც არ ეთანხმები, ან მოექცე  სწორად  იმათ, ვინც არ არის ისეთი როგორც  შენ . ეს ნიშნავს   სხვა ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფების  რასის, სქესის , აზრების, რელიგიის  მიმართ პატივისცემას , და სხვათა კარგი თვისებების  დაფასებას.

განსხვავებულ ხალხებთან ცხოვრების ხელოვნება … განსხვავებული შეხედულებების არსებობისათვის და საკანონმდებლოდ განმტკიცებული პოლიტიკური  და ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების     რეალიზაციისათვის საჭიროა  განათლებული სამოქალაქო  საზოგადოების არსებობა . ტოლერანტობის საფუძვლები კონსტიტუციებით არის გამოცხადებული. ეს არის თანაბარი მიუხედავად სქესის, რასის, ეროვნების, რელიგიის მიკუთვნილობის სოციალური სიკეთეების გამოყენების უფლება,  ეთნიკური უმცირესობების ენების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება  იმ პირობით, რომ  ის არ არღვევს  ფართო საზოგადოების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს .

ადამიანი, რომელიც არ სურს აღიაროს სხვა ადამიანების ღირსებები, უფლებები და თავისუფლებები, ასევე ვერ  მოითხოვოს თავისი ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლებების აღიარება . შეწყნარებლობა, ტოლერანტობა ადამიანების მიმართ, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავისი ჩვეულებებითა და რწმენებით, იმის გაგებას მოითხოვს , რომ სიმართლე ვერ იქნება მარტივი, ცალსახა(ერთმნიშვნელოვანი), რომ ის არის  რთული და რომ არსებობს სხვა შეხედულებები, რომლებსაც შეუძლიათ შეიცვალონ ადამიანების  წარმოდგენები და შესაძლოა  მათი გაგების მერე ის ყველაფერი, რაც ტყუილს მიიჩნეოდნენ სიმართლე აღმოჩნდეს,  ან პირიქით.

სახელმწიფო სიბრძნე   ეთნო-კონფესიური ჯგუფების საზოგადოებაში ჩართვის ისეთი მექანიზმის შექმნაში მდგომარეობს, რომ ყველა ერი, თავისი ეთნიკური თავისებურებების განვითარებითა და შენარჩუნებით შეეძლოს საუკეთესო თვისებების გამოვლინება საერთო მიზნის მისაღწევად და ზოგადად სახელმწიფოს განვითარებისათვის .

დღეს, როდესაც აქტიურად ვითარდება გლობალიზაციის პროცესები, შეუძლებელია, ამა თუ იმ სიტუაციაზე  ხედვა   მარტო თავისი მხრიდან , რამდენადაც ყველა ქვეყანა, ყველა ხალხი გაერთიანებულია ერთიანი ინფორმაციული სივრცით, კულტურებს შორის საზღვრები იშლება. ამის შედეგი ხდება ის, რომ  ეთნიკური  კულტურები მიისწრაფვიან თვითგადარჩენისკენ, ცდილობენ თავისი ტრადიციები, ღირებულებები,თავისი უნიკალურობა, ჩვევები  დაიცვან. ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, ნაციონალური კულტურების წარმომადგენლებისთვის  ერთმანეთის პატივისცემა, მისწრაფება გაიგო ნაციონალური ტრადიციების სპეციფიკა . ამიტომ საჭიროა რომ  თითოეულმა ადამიანმა განავითარის შემწყნარებლობა , ე. ი. პიროვნების განვითარების ტოლერანტული გზით უნდაწავიდეს.

„მტრის ხატი’’ საშიშია  არა მარტო საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობასა და უსაფრთხოებისათვის. ის  იწვევს ნეგატიურ და საშიშ შედეგებს სახელმწიფოს შიდაპოლიტიკური ცხოვრებისთვის. კაცობრიობის გადარჩენა შეუძლია  მარტო ტოლერანტობის, როგორც ეთნო-სოციალურ ურთიერთობებში პრაქტიკული პრინციპის  რეალიზაციას.
გარდა ამისა, ტოლერანტობა, როგორც პიროვნების თვისება, საჭიროდ ითვლება ახალ მოულოდნელ პირობებში  ადაპტაციისათვის. ადამიანები, რომლებიც  არ ფლობენ  ტოლერანტობას, კატეგორიულობის გამოვლენით, ხდებიან უუნაროები, რომ გაუმკლავდნენ   ცვლილებებს, რომლებიც მათი ცხოვრების მანძილზე ხდება. მაგრამ, იმისათვის რომ  განსხვავებული შეხედულება  აღიარო, უნდა, პირველ რიგში იცოდე ის. ასევე, არ შეიძლება სხვა ერის ტრადიციების შეფასება თუ ადამიანმა არ იცის თავისი ტრადიციები.

ტოლერანტობა – ეს მოვლენა არა მარტო დემოკრატიასთან არის დაკავშირებული . ის შეიძლება არსებობდეს  დემოკრატიის გარეშეც. მაგრამ პოლიტიკური ტოლერანტობა შეიძლება არსებობდეს  მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში.  ყველა არსების უფლებაა, რომ მისი გრძნობები და განწყობები დაიცვას . ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოში  ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავისი აზრი და გამოხატოს ის. სხვა მხრივ, როგორც არ  არსებობს ადამიანის შეუზღუდავი თავისუფლება, ასევე ტოლერანტობას უნდა ჰქონდეს   გარკვეული ჩარჩოები და საზღვრები.

არსებობს  რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა  ტოლერანტობის თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში : თანამოსაუბრის აზრის პატივისცემა, კონფლიქტური სიტუაციის  ცივილიზებული  გადაწყვეტის მეთოდების დაცვა; მხარეთა თანაბრობა  ; უმრავლესობის პოზიციის პატივისცემა; ერის ან მკვიდრი მოსახლეობის ჩვევების, ტრადიციების, კულტურის პატივისცემა ; სახელმწიფო დონეზე აღიარება, ერის, მისი ენისა და კულტურის პრიორიტეტის ლეგიტიმაცია . ემიგრანტი უნდა დაიცვას იმ ქვეყნის კანონები, სადაც ჩამოვიდა რამდენიმე დღით ან მუდმივად საცხოვრებლად . თავის მხრივ, სახელმწიფო, რომელმაც მიიღო ემიგრანტი ან იმიგრანტი ვალდებულია  პატივი სცეს მისი ერის ტრადიციებსა და ჩვებვებს, მისი სინდისის თავისუფლებას თუ ისინი  არ არღვევენ მოცემულ  ქვეყანაში მოქმედ კანონებს.

კაცობრიობა ყოველთვის როდესაც ცდილობდა უფრო ჰუმანური გამხდარიყო , ეჯახებოდა  ადამიანთა მიმართ ფობიის ისეთ საშინელ გამოვლინებებს, როგორებიცაა  აგრესია, გენოციდი, ქსენოფობია, ფანატიზმი, ნაციონალიზმი და ექსტრემიზმი. სწორედ ტოლერანტობის იდეოლოგია , რომელშიც ტოლერანტობა აღიქმება როგორც მრავალფეროვნების მხარდაჭერის უნივერსალური ნორმა,  არის თანაარსებობის , სოციალური და პოლიტიკური  ურთიერთქმედების , კოოპერაციის, ურთიერთდახმარებისა და სხვადასხვა რასების, ერების , რელიგიების, სახელმწიფოებისა და მსოფლმხედველობების კონსოლიდაციის პოტენციალი.

ძალიან დიდია სახელმწიფოს როლი ბუნებრივი ქსენოფობიის მარცვლების განადგურებაში : მისი ამოცანაა -სხვადასხვა ერების კულტურული  განათლება და აღზრდა, ერთმანეთის რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებთან  გაცნობა , დაახლოებისა და თანამშრომლობის  ატმოსფეროს შექმნა . ადამიანთა  ემოციები და ცხოვრებისეული  გამოცდილება აკავშირებს მათ  და ისინი  ხშირად უფრო მეტი საერთო აქვთ ვიდრე ფიქრობდნენ.„მე შეიძლება  არ ვეთანხმები იმას , რასაც თქვენ ამბობთ , მაგრამ მსხვერპლად შევწირავ თავს, რათა დავიცვა თქვენი აზრის გამოხატვის უფლება’’- ვოლტერი

ჯონ სტიუარტ მილის მიხედვით, „ ნებისმიერი ადამიანის მოქმედებათა თავისუფლებაში ჩარევის ერთადერთი გამართლება  თავდაცვაა, იმ ზიანის თავიდან აცილება, რომელიც სხვის მიერ შეიძლება იყოს მიყენებული ’’. არ შეიძლება, რომ ადამიანი იყოს ტოლერანტული იმათ  მიმართ, ვინც  თავისი მოქმედებებითა და  სიტყვებით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს ქმნის და მის სიცოცხლის უფლებას არღვევს, საზოგადოებრივი წესრიგის საფუძვლებს შელახავს , აჩაღებს რელიგიურ და ეროვნულ მტრობას.

ტოლერანტობა არის ღირებულება , რომელიც საჭიროა და ფუნდამენტალურია ადამიანის უფლებების რეალიზაციისა  და მშვიდობის მიღწევისათვის . თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოება  ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას უზრუნველყოფს, ახალისებს მულტიკულტურალიზმს, საზოგადოებაში პლურალისტურ ბალანსს ინარჩუნებს . ტოლერანტობა არის საჭირო პირობა ჰარმონიული საზოგადოების შექმნის , არსებობისა და განვითარებისათვის.

wyaro: politikuriideologebi.com

 

Read More

შშმ პირები და მათი სოციალიზაცია

скачанные файлы

შშმ პირები და მათი სოციალიზაცია2013, 21 თებერვალი.
დღესდღეისობით საქართველოში 140 000 და მეტი შშმ პირია. მათთვის სხვადასხვა სახის მომსახურებები არსებობს, მათ შორის, დღის ცენტრები, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და სხვ . მინდა აღვნიშნო, რომ ეს მომსახურებები, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი და ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა გადასაჭრელია. ერთერთ მწვავე პრობლემას, სწორედ მათი სოციალიზაცია წარმოადგენს. სამწუხაროა, მაგრამ უამრავი ოჯახი მალავს, რომ შშმ ბავშვი ჰყავთ, არ გამოჰყავთ სახლიდან გარეთ, ეს კი გამოწვევულია საზოგადოების დამოკიდებულებისაგან.უამრავი ადამიანი, როდესაც ქუჩაში შშმ პირს ხედავს, არაადეკვატურად იქცევა და მათი ქმედებები, როგორც შშმ პირებისათვის ასევე მათთან მყოფი პირებისათვის არასასიამოვნო და დამთრგუნველია. ვთვლი, რომ ჩვენი საზოგადოება სათანადოდ არ არის ინფორმირებული შშმ პირების შესახებ. ქართულ რეალობაში, უმეტეს შემთხვევაში არსებობს სტიგმა, თითქოს შშმ პირს არაფრის კეთება არ შეუძლია და სრულიად უუნაროა, ხალხს ეცოდება ასეთი ადამიანები და მხოლოდ სიბრალულს გამოხატავენ, ზოგჯერ კი, პირიქით, ზიზღს, აგრესიას გამოხატავენ და ბრაზდებიან, რომ მათ შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად არიან და თამაშობენ, თითქოს მათ არ აქვთ ამის უფლება. ამის გასამართლებლად კი ამბობენ, რომ ისინი “აშინებენ” თავიანთი გარეგნობითა და ქცევებით ბავშვებს. ჩემი აზრით, აუცილებელია ტარდებოდეს, რაც შეიძლება მეტი ღონისძიება შშმ პირებთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ისეთივე გრძნობები და ემოციები აქვთ, როგორც ჩვენ. ისინი ხალხის დამოკიდებულებას გრძნობენ და ძალიან განიცდიან, როდესაც მათ მიმართ უარყოფით ემოციებს გამოხატავენ. ჩვეულებრივ ადამიანს გაუჩნდება აგრესია თუ დასცინებენ ან სიძულვილით შეხედავენ და რა გასაკვირია, რომ შშმ პირებსაც გაუჩნდეთ აგრესია ხალხის ცუდი დამოკიდებულების გამო. მათთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანებთან ურთიერთობა, საზოგადოებასთან ინტეგრაცია, სითბოს გამოხატვა, ყოველთვის გრძნობენ ჩვენს დამოკიდებულებას და ეს მათზე ან დადებითად მოქმედებს და უფრო მეტი სტმული ეძლევათ და ცდილობენ უფრო მეტი შეძლონ, ან, პირიქით, უარყოფითად მოქმდებს და დემოტივირებულები არიან, ძალიან განიცდიან უარყოფით დამოკიდებულებას და ეს მათ ქცევებზეც აისახება.
მინდა ვთქვა, რომ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში უამრავი შშმ პირი დასაქმებულია და მუშაობს, საზოგადოებას არ უკვირს მათი ქუჩაში დანახვა და არ იშვერენ თითს მათი დანახვისას. ასევე მინდა ვთქვა, რომ მათ გაცილებით უკეთ ადაპტირებული გარემო აქვთ, ტრანსპორტი, პანდუსები მათთვის მორგებულია და ქუჩაში გამოსვლა მათთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა, ნაკლებად ვფიქრობ, რომ ჩვენს ქალაქში არსებული პანდუსებით რომელიმე შშმ პირმა მოახერხოს სარგებლობა და გადავიდეს გადასასვლელ ხიდებზე. შშმ პირების სოციალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია განათლების მიღება, მათ თავიდანვე უნდა იცხოვრონ, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანებმა და არ უნდა გამოირჩეოდნენ საზოგადოების სხვა წევრებისაგან. უცილებელია, შშმ პირების ოჯახის წევრებმა გაიაზრონ, რომ მათი სახლში ჩაკეტვა და საზოგაოებისაგან დამალვა უარესია და ეს არა მარტო მათზე მოქმედებს უარყოფითად და მათთვის არის ზიანის მომტანი, არამედ ეს მთელი ერისა და საზოგადოების პრობლემაა და აუცილებელია მასთან “ბრძოლა”.
სახალხო დამცველის 2009 წლის მიმართვაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ არსებული პროგრამები ნაკლებად არის ორიენტირებული შშმ პირთა ცხოვრების დონის ზრდაზე, არამედ იგი მხოლოდ უზრუნველყოფს შშმ პირთა მოვლის და ან რეაბილიტაციის ცალკეულ, ერთეულ კომპონენტებს.ასევე აღინიშნა, რომ პრაქტიკულად არ ხორციელდება პროგრამების მონიტორინგი შშმ პირთა ინტერსების გათვალისწინებით.
ცნობილია, რომ სახელწიფო პროგრამებით, შშმ პირებს უზრუნველყოფენ სავარძელ-ეტლებით, კიდურების პროტეზებით და ა.შ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს მათთვის გამოუსადეგარია. საინტერესოა, როგორ უნდა დაეხმაროს ეს მოწყობილებები სოციალურ ინტეგრაციაში, რეაბილიტაციასა და დასაქმებაში, როდესაც შშმ პირების უმრვალესობამ მათი გამოყენებაც კი არ იცის და არც გარემო უწყობთ ხელს მათ. მიუხედავად იმისა, რომ გააჩნიათ მოწყობილობები, ვერ ახერხებენ სოციალური სტატუსის გაუმჯობესებას. როგორც სახალხო დამცველის მოხსენაშია ნათქვამი, სოციალური ინტეგრაციის ღონისძიება არ გულისხმობს ადამიანის მხოლოდ მექანიკური მოწყობილობებით უზრუნველყოფას, არამედ, მოიცავს ამ მოწყობილობების საშუალებით მისი სოციალური ფუნქციონირების ხარისხის გაზრდასაც, რაც ვერ იქნება ერთჯერადი ქმედების საგანი.
როგორც ზემოთ ვახსენე, შშმ პირებისათვის აუცილებელია სკოლის ასაკის პერიოდიდანვე საზოგადოებაში ინტეგრაცია და უნარ-ჩვევების გაუჯობესება. იმისათვის, რომ მათ შეძლონ განათლების მიღება, პირველ რიგში, აუცილებელია, ადაპტირებული გარემო, შენობა-ნაგებობები, სკოლები ისე უნდა იყოს მორგებული შშმ პირებისათვის, რომ ადვილად მოახერხონ გადაადგილება და თავს უსაფრთხო გარემოში გრძნობდნენ. ინკლუზიური განათლება ერთერთი უმნიშვნელოვანესია. ჩვენს ქვეყანაში სულ 10 ინკლუზიური სკოლაა, რაც ძალიან ცოტაა, დაახლოებით 110 ადამიანს აქვს საშუალება ისარგებლოს ამ მომსახურებით. ასევე უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური პედაგოგები, მათთვის ტრენინგების ჩატარება და შშმ პირების შესახებ უამრავი ინფორმაციის მიწოდება, რათა ეფექტურად შეძლონ როგორც ურთიერთობის დამყარება, ასევე, განათლების სწორი და სათანადო მიწოდება.
პრობლემები, რომლებიც დღეს შშმ პირებს აწუხებთ ძალზედ მწვავეა და ეს ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ესმოდეს. ვიცი, რომ ამ ყველაფრის ერთ დღეში და ერთ წელში მოგვარება შეუძლებელია, თუმცა ყველა ადამაიანმა თავისი პატარა წვლილი რომ შეიტანოს უკვე გვექნება შედეგი, მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა სოციალურია და არავინ იცის ვის, როდის, რა დასჭირდება.
თვალსაჩინოებისათვის მინდა წარმოვადგინო ის პროექტები და აქტივობები, რომლებიც 2011 წელს განხორციელდა შშმ პირების ინტეგრაციისათვის და მათთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად. თბილისის შუქნიშნის 29 ობიექტზე დამონტაჟდა 30 ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყო, რომელიც იძლევა ინფორმაციას სავალი ნაწილის გადაკვეთის შესახებ. გზების სარემონტო და კაპიტალური შეკეთების დროს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებთან განხორციელდა ტროტუარების ადაპტირება შშმ პირთათვის და უსაფრთხო კუნძულების დადაბლება. ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა 34 790 პარკირების ადგილიდან გამოიყო 315 შშმ პირებისათვის. 315 ადგილიდან 179 ადგილი აღჭურვილია შესაბამისი საგზაო ნიშნით, რომელიც მიუთითებს, რომ განკუთვნილია შშმ პირებისათვის და აქედან 146-ზე დატანილია საგზაო მონიშვნა. სამწუხაროა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები იმდენად მცირეა შშმ პირების ინტეგრაციისათვის, რომ შეიძლება ითქვას არც არაფერი გაკეთებულა.
ერთერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს გაერთიანებული ერების 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ითვალისწინებს შშმ პირთა სოციალურ დაცვას, საცხოვრებელი შენობებითა და სოციალური ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებით სარგებლობის უზრუნველყოფას, მათ სამედიცინო, პროფესიულ და სოციალურ რეაბილიტაციას, განათლების, შრომის უფლების რეალიზაციას, დისკრიმინაციის აკრძალვას და სხვა. კონვენციის რატიფიცირება უზრუნველყოფს ყველა ვალდებულებების მაღალი სტანდარტით დაცვას, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს. ამ დოკუმენტს საქართველომ ხელი მოაწერა 2009 წლის 10 ივლისს, თუმცა საქართველოს პარლამენტის მიერ დღემდე არ არის რატიფიცირებული. ამ დოკუმენტის ძალაში შესვლით სახელმწიფოს გაუჩნდება ბევრი ვალდებულება, რომლის შესრულებაც მოეთხოვება და შესაბამისად, გაკეთდება უფრო მეტი რამ შშმ პირთა ინტეგრაციისათვის.
მე როგორც მომავალი სოციალური მუშაკი ვგმობ შშმ პირების დისკრიმინაციას და შევეცდები შევიტანო ჩემი წვლილი სტიგმის დაძლევაში, საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლასა და შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაში. მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა მხოლოდ შშმ პირებს და მასზე მზრუნავ ადამიანებს არ უნდა აწუხებდეთ და ამით მთელი ერი უნდა ინტერესდებოდეს, უნდა მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის სწორი მიწოდება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ შშმ პირები არ არიან საზოგადოებისათვის საშიშნი, ისინი ისეთივე ადამიანები არიან როგორც ჩვენ, განსხვავება ისაა, რომ მათ ზოგიერთი აქტივობის განხორციელება ან სრულიად არ შეუძლიათ ან ისე ზედმიწევნით ვერ ასრულებენ როგორც ჩვენ შეგვიძლია დღეს ამის კეთება. არავინ იცის ხვალ რა მოხდება და როგორ შეიცვლება თითოეული ჩვენგანის ცხოვრება.

წყარო : intermedia.ge

Read More