უინსტონ ჩერჩილი

„შენი ცოლი რომ ვიყო, საწამლავს ჩაგიყრიდი ყავაში!“ ჩერჩილმა უპასუხა: „მე მას დავლევდი, შენი ქმარი რომ ვიყო!“

– დიპლომატი ადამიანია, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ არაფერს არ იტყვის.

– პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეებს ხედავს, ოპტიმისტი კი ყოველ სიძნელეში – შესაძლებლობებს.

– დემოკრატიის წინააღმდეგ საუკეთესო არგუმენტია ხუთწუთიანი საუბარი საშუალო ამომრჩეველთან.

– დემოკრატია ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის, მაგრამ უკეთესი არ არსებობს.

– მშვიდობისმოქმედი ისაა, ვინც აჭმევს ნიანგს იმედით, რომ ნიანგი მას ბოლოს შეჭამს.

– ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველ უძველეს პროფესიასთან ( იგულისხმება პროსტიტუცია ).

– როცა კაცს კლავ, სულაც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, იყო თავაზიანი.

– ოჯახს უნდა ჰყავდეს სულ მცირე 4 შვილი : 1 დედისთვის, 1 მამისთვის, 1 სამშობლოსთვის და 1 უბედური შემთხვევისთვის.

– კომუნისტი ნიანგს ჰგავს: როცა იგი პირს აღებს, ვერ გაარკვევ, გაღიმებას ცდილობს თუ შენს გადასასნლად ემზადება.

– არ მაღელვებს არანაირი მოქმედება, მაღელვებს მხოლოდ უმოქმედობა …

– წარმატება – ესაა შესაძლებლობა, მარცხს მარცხზე განიცდიდე, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი.

– ორატორმა უნდა ამოწუროს თემა და არა მსმენელთა მოთმინება …

– სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ.

– ქვეყნის რეპუტაცია მის მიერ აღებული სესხის სიდიდით განისაზღვრება.

– ფულის დაზოგვა კარგი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი შენს მაგივრად ამას შენი მშობლები აკეთებენ.

– პოლიტიკა თითქმის ისეთივე ამაღელვებელი და სახიფათოა, როგორც ომი. მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ომში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოგკლან, ხოლო პოლიტიკაში – მრავალგზის.

– ცხოვრებამ მასწავლა, რომ ხანდახან სულელებიც კი შეიძლება მართლები იყვნენ.

– ომმა კაცობრიობის პოტენციური გამნადგურებლის სახე მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში გვაჩვენა.

– იმისათვის, რომ გახდე უკეთესი, უნდა შეიცვალო. სრულყოფილებისთვის კი ხშირად ცვლაა საჭირო.

– თუკი კაცი 30 წლამდე ლიბერალი არაა, გული არ ჰქონია, ხოლო ის ვინც 30 წელს გადააბიჯა და ჯერ კიდევ არ გამხდარა კონსერვატორი მაშინ ის უბრალოდ უტვინო ყოფილა.

– თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს.

– როცა არწივნი სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას.

– ომი თამაშია, სადაც მთავარი იარაღი ღიმილია.

– ჩემი ყველაზე წარმატებული გარიგება ჩემს მეუღლესთან შედგა, როცა ის ცოლობაზე დავითანხმე.

– არაფერია იმაზე სახალისო, როცა უმიზეზოდ გესვრიან.

– მე შეიძლება გალეწილი მთვრალი ვარ, მისს, მაგრამ ხვალ დილით მე ფხიზელი ვიქნები, თქვენ კი – ისევ ისეთივე ამაზრზენი.

– რაც არ უნდა მომხიბლავი იყოს შენი სტრატეგია, დროგამოშვებით მაინც უნდა ადევნო თვალყური მის შედეგებს.

– შარლ დე გოლი გავს დედალ ლამას, რომელიც საკუთარ სააბაზანოში შეაშინეს.

– ძაღლები დაბლიდან ამოგვყურებენ, კატები კი – მაღლიდან დაგვცქერიან, მხოლოდ ღორები გვექცევიან ისე, როგორც თანასწორს.

დატოვე კომენტარი