1) კანონები

სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობა , რომელთა შესრულებასაც უზრუნველყოფს სახელიმწიფო სხვადასხვა დარწმუნებითი და იძულებითი საშუალებით.

კანონი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს – პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი , რომელიც აწესრიგებს მნიშნელოვან საზოგადოებრივ საკითხს: ადგენს წესებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

სახელიმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც ასეთ წესს ადგენს , სამართლებრივი აქტი ეწოდება.

ხელისუფლების ნებისმიერი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ გამოცემული დოკუმენტი , რმოელიც ადგენს ქცევის წესს, განკუთვნილს მრავალჯერადი გამოყენებისათვის არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, ხოლო თუ დოკუმენტში მოცემული წესი მრავალჯერ გამოყენებისათვის არ არის და განსაზღვრულ შემთხვევას ეხება, ასეთ დოკუმენტს არანორმატიული ან ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ეწოდება.

კანონებშ საზოგადოებისთვის უმნიშნელოვანესი წესებია ასახული, მაგრამ ყველა კანონი არაა თანაბარი ძალის. მათ შორის არსებობს იერარქია- ზოგიერთი კანონი უნდა შეესაბამებოდეს მის შემდგომ კანონს.

დატოვე კომენტარი